Monday, March 14, 2011

საოცარი პოეტი


1.პროექტის სახელი:"საოცარი პოეტი".
2. პროექტის მიზანი:
1.მოსწავლეთა დაინტერესება ცნობილი რუსი პოეტის, პროზაიკოსის, თეატრისა და კინომსახიობის, მუსიკის, ლექსებისა და ასობით სიმღერის ავტორის და შემსრულებლის ვ.ვისოცკის ბიოგრაფიით; 2.მისი სიმღერების შესრულებლის სტილით; 3.მეამბოხე პიროვნებით,რომლისთვისაც მიუღებელი იყო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი.
3.პროექტის მოკლე აღწერა:1.თემის შერჩევა და მისი მნიშვნელობა. მოსწავლეებიმოიძიებენ ვ.ვისოცკის შემოქმედების შესახებ მათთვის საჭირო და საინტერესო მასალას,(ეს იქნება ვ.ვისოცკის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, თუ ჟურნალ-გაზეთებიდან მოძიებული ამონარიდები); გამოიყენებენ ისტ-ს,რაც ხელს შეუწყობს კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, რუსული ენისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდას; საავტორო სიმღერის პოპულარიზაციას. პროექტის განხორციელებისას, მოსწავლეები მათივე ინტერესების გათვალისწინებითერთიანდებიან ჯგუფებში და აყალიბებენ  საძიებო  გეგმას,სადაც აღწერილი იქნება ამ პროცესის ყველა ნაბიჯი. ოთხივე ჯგუფი, რომელშიც 5-6 მოსწავლეა,ირჩევს ლიდერს.ლიდერები წარადგენენ ჯგუფის წევრების მიერ შექმნილ ნამუშევრებს .
პირველი ჯგუფი ამუშავებს საპრეზენტაციოდ შემდეგ საკითხს:“ვ.ვისოცკის ბავშვობა და სიყმაწვილის წლები“.(1.ომგამოვლილი ბავშვობა.2.არშემდგარი ინჟინერი).
მეორე ჯგუფი-„ვ.ვისოცკის ახალგაზრდობა“(1.ლექსის წერის პირველი მცდელობა.2.მის მიერ შესრულებული როლები თეატრსა და კინოში.3.ქორწინება).
მესამე ჯგუფი-„ვ.ვისოცკის სიმწიფის ხანა“(1.საავტორო სიმღერა.2.მსახიობის ბოლო სპექტაკლი).
მეოთხე ჯგუფი კი ამზადებს საპრეზენტაციოდ ვ.ვისოცკის სიმღერებს,ლექსებს, ფოტოსტენდს, კედლის გაზეთს, ვიდეომასალას.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები თანამშრომლობენ თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან და მასწავლებელთან.
4. მონაწილეთა ასაკი:  14 წელი
5. პროექტის ვადები და ხანგრძლივობა :  3 კვირა
6. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები განსაზღვრავენ მოსმენის მიზანს და იყენებენ
შესაბამის სტრატეგიებს;მონაწილეობენ ინტერაქციაში; იყენებენ ზეპირმეტყველების სტანდარტებს, ფაქტობრივი მასალის შემცველ ტექსტებს; წერის დროს მიმართავენ სათანადო სტრატეგიებს.
7. სარგებელი სხვებისათვის: შექმნილი პროექტი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს გაეცნონ უკვე მოძიებულ მასალას და გამოიყენონ თავისი შეხედულებისამებრ.
8. სამუშაო ენა: რუსული-ქართული.
9. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან /კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებასა და სტრატეგიას.
10. პროექტის ფასილიტატორი : ნანა წერეთელი.
11.ფასილიტატორის ელფოსტა:  nanukela 2@Gmail.com